callcenter-final


ხშირ შემთხვევაში სისხლის რიგი სპეციალური ტესტები განსაზღვრავენ სათანადოდ ფუნქციონირებს თუ არა ღვიძლი. ამ ტესტებმა ამავდროულად შესაძლოა განასხვავონ მწვავე და ქრონიკული ღვიძლის დაავადებები, ჰეპატიტი და ქოლესტაზი (ნაღვლის შეგუბება).

ყველაზე ხშირად ჩატარებული სისხლის ტესტები მოიცავს:

 

  • შრატის ბილირუბინი
    ბილირუბინის დონის მომატება ხშირად მიუთითებს ნაღვლის სადინარის ობსტრუქციაზე ან ნაღვლის დეფექტურ დამუშავებას ღვიძლში. ბილირუბინი წარმოიქნმება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველში.

  • შრატის ალბუმინი
    ნორმალურზე დაბალი დონის ალბუმინი, ღვიძლის მიერ გამომუშავებული ცილები , უკავშირდება ღვიძლის მრავალ ქრონიკულ დაავადებებსა და ციროზს.

  • შრატის ტუტე ფოსფატაზა
    მომატებული დონის ტუტე ფოსფატაზა, ნაღვლის შემცველი ფერმენტი, ჩვეულებრივ მიუთითებს სადინარის დახშობაზე, ღვიძლის დაზიანებაზე ან გარკვეულ კიბოებზე.

  • შრატის ამინოტრანსფერაზა (ტრანსამინაზა, SGOT, SGPT)
    ეს ფერმენტები წარმოიქმნებიან დაზიანებული ღვიძლის უჯრედებიდან. შეიცავენ ალანინამინო ტრანსფერაზას ALT (SGPT) , და ასპარტატამინო ტრანსფერაზას AST (SGOT). ისინი(განსაკუთრებით ALT) მომატებულნი არიან ჰეპატიტის პერიოდში.

  • პროთრომბინის დრო PT
    ამ ანალიზის საშუალებით იზომება დრო, რომელიც სჭირდება სისხლს შედედებისთვის. სისხლის შედედებისთვის საჭიროა ვიტამინი K და ცილა (პროთრომბინი) გამომუშავებული ღვიძლისგან. შესაბამის სისხლის შედედებას შეიძლება აბრკოლებდეს როგორც ღვიძლის უჯრედების დაზიანება ასევე ნაღვლის სადინარის დახშობა.

  • გამა-გლუტამილტრანსფერაზა (GGT)
    ეს ფერმენტი წარმოიშობა სისხლში, როდესაც ღვიძლი დაზიანებულია განსაკუთრებით ალკოჰოლის ან ნაღვლის ობსტრუქციით

  • ალფა-ფეტოპროტეინი (AFP)
    ცილა , რომელიც წარმოიშვება ნაყოფის ღვიძლის მიერ და ამოწმებს და მიუთითებს ჰეპატიტზე.

  • მიტოქონდრიების ანტისხეულები (AMA)
    ამ ანტისხეულების არსებობა შესაძლოა მიუთითებდენენ ძირითად ბილიალურ ციროზზე(ღვიძლის ციროზის იშვიათი ფორმა), აქტიურ ქრონიკულ ჰეპატიტზე და რამდენიმე სხვა აუტოიმუნური დაავადებებზე.

ვირუსი ტესტები

  HAV IgM, HEV IgM -ესენი ავლენენ აქტიური ინფექციას, გამოწვეული ჰეპატიტის A ან E ვირუსების მიერ
  HCV-Ab -ეს ავლენს ინფექციის სიაშკარავეს, გამოწვეული C ჰეპატიტი ვირუსით (HCV )
  HCVRNA -ეს ავლენს HCV ვირუსის C ჰეპატიტის რეალურ არსებობას
  HBsAg (B ვირუსისის ზედაპირული ანტიგენი) HBeAg (B ვირუსის e ანტიგენი) და HBV DNA (B ვირუსის დნმ)-ესენი ავლენენ B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ინფექციას
 ანტი-HBc (უჯრედშიდა ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები)-აღმოაჩენს კარგ იმუნიტეტს B ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ


 

Add comment


Security code
Refresh

ცენტრები & განყოფილებები