callcenter-final

არსებობს ორი სახის ჰეპატიტი:


მწვავე ჰეპატიტი - რაც ნიშნავს ჰეპატიტის ახალ დაწყებას.
ქრონიკული ჰეპატიტი - რაც ნიშნავს რომ ჰეპატიტი მიმდინარეობს ექვს თვეზე მეტს.

რა არის მწვავე ჰეპატიტი?

მწვავე ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება, რაც იწვევს ღვიძლის უჯრედების დაზიანებას და განადგურებას. მწვავე ჰეპატიტის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. წლიურად განვითარებულ ქვეყნებში ყოველი 4000 ადამიანიდან ერთში შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ჰეპატიტი. ეს რიცხვი ხუთჯერ მეტია განვითარებად ქვეყნებში.

მიზეზები

მწვავე ჰეპატიტის გამოწვევის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ვირუსისაგან გამოწვეული ინფექცია (A, B, C, D ან E ვირუსული ჰეპატიტი)
  • დიდი დოზით წამლის მიღება (როგორიცაა: აცეტამინოფენი, პარაცეტამოლი)
  • ქიმიური ზემოქმედება (როგორიცაა: მშრალი საწმენდი ქიმიკატები და სოკოს ზოგიერთი სახეობა)

სიმპტომები

მწვავე ჰეპატიტი ჩვეულებრივ იწყება გრიპის მაგვარი სიმპტომებით. ქვემოთ ჩამოთვლილია მწვავე ჰეპატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, თუმცა ყველა ინდივიდუალს შეიძლება გამოუვლინდეს სხვადასხვა: სიყვითლე, გულის რევა, ღებინება, მადის დაკარგვა, სიცხე, სისუსტე მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს, კუნთების ტკივილი და ქავილის გამომწვევი წითელი გამონაყარი კანზე.

მწვავე ჰეპატიტის სიმპტომები შეიძლება წააგავდეს სხვა სამედიცინო პრობლემებს. საჭიროა ექიმთან დაკავშირება დროული დიაგნოზისთვის.

დიაგნოზი

დამატებით რომ შესრულდეს სამედიცინო გამოკვლევა და შეივსოს
ისტორია, მწვავე ჰეპატიტის დიაგნოზის პროცედურაში შეიძლება შევიდეს:

  • ვირუსის გამოვლენის სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტები
  • ღვიძლის ფუნქციის ტესტები

მკურნალობა

მწვავე ჰეპატიტის მკურნალობა დგინდება ექიმის მიერ მიზეზის, ტკივილის სიმწვავის, თქვენი ძირითადი ჯანმრთელობის და წარსულში რომელიმე ღვიძლის დაავადების არსებობა არარსებობის საფუძველზე.

ძირითადად, ხალხის უმრავლესობა იკურნება სამკურნალო პროცედურების გავლის გარეშე. მძიმე მწვავე ჰეპატიტი კი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას. წარსულში მწვავე ვირუსული ჰეპატიტ გადატანილი პირები, შესაძლებელია გახდნენ დაავადების ქრონიკული მატარებლები B ან C ჰეპატიტის ინფექციის შემთხვევაში.

რა არის ქრონიკული ჰეპატიტი?

ზოგიერთი ადამიანი მთლიანად ვერ იკურნება მწვავე ჰეპატიტით და მასში ვითარდება ქრონიკული ჰეპატიტი, მაშინ როდესაც ღვიძლი აგრძელებს გაუძლოს უფრო მეტ დაზიანებას და ანთებას. ჰეპატიტი ითვლება ქრონიკულად თუ სიმპტომები გრძელდება ექვს თვეზე მეტს. ქრონიკული ჰეპატიტი შეიძლება გაგრძელდეს წლობით.

ქრონიკული ჰეპატიტის სხვადასხვა ფორმები

  • ალკოჰოლისგან გამოწვეული ქრონიკული ჰეპატიტი - ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს მთელ ღვიძლზე მუდმივ დაზიანებას.
  • აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი - აგრესიული ანთება და ღვიძლის უჯრედების გამანადგურებელი, რაც შეიძლება ციროზამდე მივიდეს.
  • ქრონიკული პერსისტენტული ჰეპატიტი - ღვიძლის უფრო სუსტი ანთება, რაც ჩვეულებრივ არ მიდის ციროზამდე.

მიზეზები

ზოგიერთმა ვირუსებმა და მედიკამენტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ქრონიკული ჰეპატიტი ზოგიერთ ადამიანში.
საერთო მიზეზებში შედის:

  • .ვირუსული ჰეპატიტი.
  • .ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღება
  • .აუტოიმუნური დაავადებები(როდესაც ორგანიზმი უტევს თავის საკუთარ ქსოვილებს)
  • რეაქცია ზოგიერთ პრეპარატზე, განსაკუთრებით კი მათზე, რომელიც გაცემულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ.
  • .მეტაბოლური დარღვევები ( როგორიცაა ჰემოქრომატოზისა და უილსონის დაავადება)

სიმპტომები

ქრონიკული ჰეპატიტისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია მსუბუქი სიმპტომები. მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის ზიანი გრძელდება, მისი პროგრესი არის ნელი. ზოგიერთ ავადმყოფში ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: შეუძლოდ ყოფნა, უმადობა, დაღლილობა, დაბალი სიცხე, ზედა მუცლის არეში ტკივილი, სიყვითლე, ქრონიკული ღვიძლის დაავადების სიმპტომები( როგორიცაა გადიდებული ელენთა, კანზე ობობის ქსელის მსგავსი სისხლძარღვები და სითხის შეკავება), ზოგიერთში კი ზემოთ აღნიშნული სიმპტომები შესაძლებელია საერთოდ არ გამოვლინდეს.

ქრონიკული ჰეპატიტის სიმპტომები შეიძლება იყოს სხვა დაავადების ან სამედიცინო გართულების მსგავსი. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

დიაგნოზი

იმისათვის, რომ სრული იყოს სამედიცინო ისტორია და შემოწმება, დიაგნოზის პროცედურაში შეიძლება შევიდეს ა) კონკრეტული ვირუსის ლაბორატორიული ტესტები, ბ) ღვიძლის ფუნქციის ტესტები ან გ) ღვიძლის ბიოფსია (რომ დადგინდეს ანთების სიმწვავე, ნაიარევი, ცეროზი და ძირითადი მიზეზი).

მკურნალობა

მწვავე ჰეპატიტის მკურნალობა დგინდება ექიმის მიერ მიზეზის, ტკივილის სიმწვავის, თქვენი ძირითადი ჯანმრთელობის და წარსულში რომელიმე ღვიძლის დაავადების არსებობა არარსებობის საფუძველზე. მკურნალობის მიზანი არის სიმპტომების შემსუბუქება და ღვიძლზე მიყენებული ზიანის შეჩერება.

მკურნალობაში შესაძლებელია შევიდეს ჩამონათვალიდან ერთი ან მეტი:

ანტივირუსული პრეპარატები

როდესაც გამოწვეულია B ან C ჰეპატიტით, ღვიძლის ანთება შესაძლებელია შეჩერდეს ანტივირუსული წამლის ინტერფერონი-ალფას შეშვებით. გარდა ამისა B ჰეპატიტისთვის გამოიყენება ანტი ვირუსული პრეპარატი, როგორიცაა: ლამივუდინი ან ადეფოვირი, მაშინ როდესაც C ჰეპატიტისთვის გამოიყენება რიბავირინი.

კორტიკოსტეროიდები

კორტიკოსტეროიდები გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევებით გამოწვეული ქრონიკული ღვიძლის სამკურნალოდ. ანთება არის შეჩერებული, მაგრამ ღვიძლის ნაწიბურების განვითარება შეიძლება გაგრძელდეს.

გარკვეული პრეპარატების შეწყვეტა

როდესაც ქრონიკული ჰეპატიტი გამოწვეულია გარკვეული პრეპარატით, მისი შეწყვეტა აუმჯობესებს ყველანაირ სიმპტომებს.

ალკოჰოლის შეწყვეტა

ეს აუცილებელია და რეკომენდირებულია არა მარტო ალკოჰოლისგან გამოწვეული ღვიძლის ქრონიკული დაავადებების აღსადგენად, არამედ C ჰეპატიტის და სხვა ღვიძლის ქრონიკული დაავადებებისთვისაც.

ვირუსული ჰეპატიტის გავრცელების პრევენცია

  • მართებული ჰიგიენა მთავარია ბევრი დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ჰეპატიტისაც. პრევენციის სხვა ზომებს მიეკუთვნება:
     
  • ვაქცინაციები - B ჰეპატიტის ვაქცინა ჩვეულებისამებრ უტარდებათ ბავშვებს, როგორც იმუნიზაციის გრაფიკის ნაწილი. ჰეპატიტი A - ს ვაქცინა ხელმისაწვდომია იმ პიროვნებებისთვის, რომელიც დაავადებასთან კავშირში შედის მოგზაურობის დროს.( C, D და E ჰეპატიტისთვის ჯერჯერობით ვაქცინა არ არსებობს).
     
  • სისხლის გადასხმა - სისხლის პროდუქტები ჩვეულებისამებრ შემოწმებულია B, C ჰეპატიტის და HIV-ისთვის რომ შემცირდეს გადასხმიდან ინფექციის რისკი.
     
  • ანტისხეულების პრეპარატები - თუ პიროვნება დაინფიცირებულია B ჰეპატიტით, მის ორგანიზმში შეიძლება შეყვანილი იქნას ანტისხეულების პრეპარატები დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

B და C ჰეპატიტის პრევენცია მიმართული უნდა იყოს მაღალი რისკის ჯგუფებისკენ, როგორიცაა:

  • საშიში სისხლის გადასხმა
  • ჰეპატიტი B ან C ოჯახში
  • ქირურგიული პროცედურები ან სტომატოლოგიური მანიპულაცია
  • ინტრავენური მედიკამენტების ცუდად გამოყენება
  • დაუცველი სქესობრივი კავშირები
  • დიალიზი
  • სამედიცინო ან გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები


     

Add comment


Security code
Refresh

ცენტრები & განყოფილებები